წარმატებული გამოსვლა Bosnia and Herzegovina Open G1/E1-ზე

წარმატებული გამოსვლა Bosnia and Herzegovina Open G1/E1-ზე

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია ულოცავს ჩვენს სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირზე მიღწეულ წარმატებას.
🥇ზურაბ კინწურაშვილი 80კგ წონით კატეგორი — I ადგილი
🥇 ომარ ლაფაჩი 33 კგ წონით კატეგორიაში — I ადგილი
🥈 თორნიკე ცხადიაშვილი 33 კგ წონით კათეგორიაში — II ადგილი
🥉 სანდრო ცეცხლაძე 37 კგ წონით კათეგორიაში — III ადგილი
🥉 ბარბარე ლაგვილავა 41 კგ წონით კათეგორიაში — III ადგილი
🥉 ქრისტინე რეხვიაშვილი 41 კგ წონით კათეგორიაში — III ადგილი
ზურაბ ხუნდაძემ ტურნირზე ერთი ორთაბრძოლა მოიგო და ღირსეული ასპარეზობით თავი გამოიჩინა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ზურაბ კინწურაშვილის ბრწყინვალე გამოსვლა უფროსებში - 80 კგ წონით კატეგორიაში. ზურაბმა ოთხივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, მათ შორის პირველი ბრძოლა ნოკაუტით და ოქროს მედალი მოიპოვა🥇. მადლობას ვუხდით ჩვენს სპორტსმენებს, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს — ალექსანდრე გვასალიას, იოსებ ოსიძეს და პირად მწვრთნელებს — თემურ ღლონტს და შოთა გოჩიაშვილს, ასევე განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ნაკრების ექიმს ვახო ღოლიჯაშვილს, გაწეული შრომისა და თავდადებისთვის.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე, საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
ვულოცავთ თითოეულ მედალოსანს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობებზე. 🥇🥈🥉