ტაეკვონდოს თბილისის საქალაქო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები
ნახვების რაოდენობა : 139
3 აგვისტოს, ტაეკვონდოს თბილისის საქალაქო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტობის მსურველი მხოლოდ 1 კანდიდატი იყო - ვლადიმერ გოგალაძე, რომელიც გამგეობის წევრმა, დავით ბაბუაძემ წარადგინა. ბაბუაძემ აღნიშნა, რომ ვლადიმერ გოგალაძე აქტიურადაა ჩართული საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის საქმიანობაში და მისი ტაეკვონდოს თბილისის საქალაქო ფედერაციის პრეზიდენტად არჩევა, დადებითად აისახება ფედერაციის მუშაობაში. კანდიდატს, ხმის უფლების მქონე 6 წევრიდან მხარი ხუთმა წევრმა დაუჭირა.
საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია, ულოცავს ვლადიმერ გოგალაძეს არჩევას, უსურვებს შემდგომ წარმატებას და მხარდაჭერას უცხადებს შემდგომ საქმიანობაში.
FaceBook Twitter Google
Fb Recomend