სამხრეთ კორეაში ვიზიტის შეჯამება
ნახვების რაოდენობა : 92
24-30 ივლისს, სამხრეთ კორეაში, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის - სულხან ბაბუაძის და გენერალურ მდივნის ვლადიმერ გოგალაძის ვიზიტი შედგა.
პირველი შეხვედრა, ოლიმპიურ ჩემპიონ (ათენი, 2004) და ამჟამად სამხრეთ კორეის ნაციონალური ასამბლეის წევრთან მუნ დე სუნგთან გაიმართა. მუნ დე სუნგი, ამჟამად, "კუკივონის" პროგრამის ფარგლებში, აშშ-ში ატარებს სემინარებს, მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მან გამოთქვა სურვილი საქართველოში ვიზიტისა და თბილისში, ტაეკვონდოს სემინარის ჩატარების. ️მან, აგრეთვე გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციას გაუწიოს დახმარება, სხვადასხვა ტექნიკურ და მატერიალურ საკითხებში. შეხვედრისას განიხილეს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალები, რომელთა უკეთ გაცნობა, ოლიმპიური ჩემპიონის საქართველოში ვიზიტისას დაიგეგმა.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, კორეის საუნივერსიტეტო ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტს - ლი კიონგ სუკს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ლი კიონგ სუკთან, მიღწეული იქნა შეთანხმება და მისი კომპანია, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ტექნიკური სპონსორი იქნება და მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე, გუნდებს ეკიპირებით უზრუნველყოფს. ოქტომბერში, იგეგმება მისი საქართველოში ვიზიტი სადაც აღნიშნულ ხელშეკრულებას მოწერება ხელი. უნდა აღინიშნოს, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრებს ტექნიკური სპონსორი ეყოლება.
ვიზიტის მსვლელობისას, საქართველოს დელეგაცია, "კუკივონის" პრეზიდენტის ჩო იუნგ რილის სახელით გამართულ ლანჩზე იყო მიწვეული. შეხვედრა მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, ჩო იუნგ რილმა, სულხან ბაბუაძეს სხვადასხვა ღირსშესანიშნავობები პირადად დაათვალიერებინა.
პირად საუბრებში, ჩო იუნგ რილმა, გამოთქვა სურვილი საქართველოში სტუმრობისა. აგრეთვე, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულ ფედერაციას აღუთქვა დახმარება სხვადასხვა საკითხებში, განსაკუთრებით ტექნიკური პრობლემების გადაჭრასა( ეკიპირება, სავარჯიშო ინვენტარი და სხვ.) და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მიერ რეკომენდირებული მწვრთნელთა და ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრთა კორეაში გადამზადებაში. სულხან ბაბუაძემ, პრეზიდენტს სამახსოვროდ, ქართული ღვინო გადასცა, რომელმაც პრეზიდენტის დიდი მოწონება დაიმსახურა.
აგრეთვე, არაოფიციალურ გარემოში მოხდა შეხვედრა საფრანგეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, მალაიზიის და მექსიკის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტებთან. ხუთივე ქვეყნის უმაღლესმა პირმა გამოთქვა სურვილი, როგორც მათი გუნდის საქართველოში სტუმრობისა, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მათ ქვეყანაში ვიზიტის და ერთობლივი ვარჯიში ჩატარებისა.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი დონის შეხევდრები, საქართველოში ტაეკვონდოს არსებობის მანძილზე პირევლად მოხდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის სწორად მუშაობაზე.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას რომ სამხრეთ კორეაში დასრულებული ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში ტაეკვონდოს მომავალი განვითარებისათვის.




სულხან ბაბუაძე და ჩო იუნგ რილი რილი
ვლადიმერ გოგალაძე, ლი კიონგ სუკი და სულხან ბაბუაძე
ჩო იუნგ რილისთვის სამახსოვრო საჩუქრის გადაცემა
მეგობრული ლანჩი
FaceBook Twitter Google
Fb Recomend