შიდა ქართლის ღია ჩემპონატი ტაეკვონდოში
ნახვების რაოდენობა : 772
21 აპრილს, ხაშურში მდებარე სპორტ-კომპლექსში, ""შიდა ქართლის ღია ჩემპონატი ტაეკვონდოში" გაიმართა.

ჩემპიონატში მონაწილეობა, საქართველოს სხვადსხვა რეგიონის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ჩემპიონატს უძღვებოდა, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა.

გარდა, წონითი კატეგორიებისა, გათამაშდა სპეციალური პრიზებიც.

ტურირის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა - ლუკა მაზმიშვილი, რომელსაც საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის სახელობით თასი გადაეცა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად, კლუბ "გორიჯვარის" მწვრთნელი თამაზ სამხარაძე დასახელდა, რომელსაც სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის - ა(ა)იპ ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის თანამშრომლებს და დირექტორს ივანე ხარაზიშვილს, აგრეთვე შიდა ქართლის ტაეკვონდოს ფედერაციის ხელმძღვანელს იოსებ ბუაძეს.

ტურნირის ვრცელი ფოტო-გალერეა
FaceBook Twitter Google
Fb Recomend
ვიდეო
პარტნიორები