თბილისის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში
ნახვების რაოდენობა : 1488
2018 წლის 9-10 ივნისს, ქალაქ თბილისში (დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, ოლიმპიური პარკი, ფრენბურთის არენა) გაიმართება თბილისის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში.
ტურნირზე მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენები:
პინები 2009-20010 წელში დაბადებულები
პინები: 2007-2008 წელში დაბადებულები
კადეტები: 2004-2005-2006 წელში დაბადებულები
იუნიორები: 2001-2002-2003 წელში დაბადებულები
შეჯიბრებას იმსაჯებს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა ბრიგადა.
შეჯიბრების ჩატარებას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და ტაეკვონდოს თბილისის საქალაქო ფედერაცია.